სსიპ ქ. ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის კლუბ ,,მეწარმეობის“
წესდება
1. ზოგადი დებულებები
1.1. კლუბი დაფუძნებულია ერთი სასწავლო წლის ვადით.
1.2.კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო,აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს სხვა რეკვიზიტები.
2. კლუბის მიზნები და ამოცანები
2.1. მოსწავლეებისთვის საკუთარი შესაძლებლობების მიცემა;
2.2. ინოვაციური აზროვნების განვითარება ;
2.3. მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლინება და ჩამოყალიბება;
2.4. პრობლემის გადაჭრის უნარის გამოვლენა;
2.5. წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება;
2.6. კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
2.7. სასკოლო კლუბის ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბება და თავიანთი ნამუშევრების წარდგენა სასკოლო საზოგადოების წინაშე.
3. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა
3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ამავე სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;
3.3. კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
3.4.კლუბის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით კურატორთან შეთანხმების გარეშე;
3.5. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობათან;
4. კლუბის მართვა და გადაწყვეტილებების მიღების წესი
4.1.კლუბს შეიძლება ჰყავდეს კურატორი (მასწავლებელი), რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი მესამე პირებთან, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელ აქტივობებსა და გამოფენა-გაყიდვებს.
5. კლუბის მუშაობა
5.1. კლუბი იკრიბება საჭიროებიდან გამომდინარე;
5.2. კლუბი მუშაობს წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმით;
5.4. ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად კლუბის კურატორი:
• ახორციელებენ შიდა სასკოლო ჯგუფების შემქნას, საბაზო და საშუალო საფეხურზე.
• ორგანიზებას უწევს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებულ ჯგუფებს შორის შეჯიბრს.
•უზრუნველყოფს მოსწავლეთა მომზადებას სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий